საყვარელი ადამიანი — კვარცხლბეკზე
გამოგვიგზავნეთ ერთი ფოტო და 3D-ში დავბეჭდავთ ბიუსტს, რომელიც მას ზუსტად ჰგავს. ₾49.99-დან.


ვაჟა-ფშაველა
პოეტი, 1861–1915
დიდი ბიუსტი · 25 სმ
თქვენი საყვარელი ადამიანი
შეეხეთ ფოტოს დასამატებლად
ერთი ფოტო.
საკმარისია მკაფიო ფოტო, სადაც სახე კამერას უყურებს.
₾49.99-დან.
პატარა ₾49.99, დიდი ₾89.99. მიწოდების ფასს გადახდამდე ნახავთ.
2–4 დღე.
თბილისსა და რუსთავში კარამდე მოგიტანთ, რეგიონებში — 4–7 დღეში. ან გაიტანეთ სახელოსნოდან უფასოდ.
რა ზომისაა?
ორივე ბიუსტი იმ ნივთების გვერდით, რაც სახლში გაქვთ — რეალური პროპორციით.


ფოტოდან — თაროზე
თქვენ აგზავნით ფოტოს
ერთი კარგად განათებული ფოტო, სადაც სახე პირდაპირ კამერას უყურებს.
ჩვენ ვბეჭდავთ ბიუსტს
აირჩიეთ პატარა ან დიდი და გადაიხადეთ ბარათით. ბიუსტს 3D-ში ვბეჭდავთ თბილისში.
ბიუსტი თქვენამდე მოდის
კურიერით, ან გაიტანეთ სახელოსნოდან უფასოდ. კურიერის საფასურს გადაიხდით ონლაინ ან ნაღდით.
მათთვის, ვინც აღარ არის ჩვენ შორის
ზოგი სახე გვინდა, ახლოს გვქონდეს. თუ გაქვთ ფოტო ადამიანისა, რომელიც დაკარგეთ, მის ბიუსტს დიდი ყურადღებით გავაკეთებთ.
თუ ჯერ საუბარი გირჩევნიათ, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ Instagram-ზე.
შეკვეთამდე
ყველა კითხვაროგორი ფოტო ჯობია?
მკაფიო, კარგად განათებული ფოტო, სადაც სახე კამერას უყურებს (ან მაქსიმუმ 30°-ით არის მობრუნებული), ნეიტრალური გამომეტყველებით და სუფთა ფონზე. სახე არაფერს უნდა ეფარებოდეს (ნიღაბი, თმა) და კადრში სხვა ადამიანი არ უნდა იყოს.
რამდენ ხანში მივიღებ?
თბილისსა და რუსთავში 2–4 დღეში, რეგიონებში 4–7 დღეში.
როგორ გადავიხადო?
ბარათით, ონლაინ, შეკვეთისას. კურიერის საფასურს გადაიხდით ონლაინ, ბიუსტთან ერთად, ან კურიერთან, ნაღდით.
შემიძლია თავად გავიტანო?
დიახ. სახელოსნოდან (თბილისი, ტარას შევჩენკო 20) გატანა უფასოა.